04:42 - 14 Aug, 2026
|
2026-03-12 14:05:56, 3216 ნახვა
პოლიტიკა
დაღესტნის სამუფთოს თავმჯდომარე საქართველოში იმყოფებოდა
დაღესტნის სამუფთოს თავმჯდომარე საქართველოში იმყოფებოდა - მედია წერს, რომ ამის შესახებ მურად ისმაილოვმა Telegram-ის არხზე თავად განაცხადა. ისმაილოვმა, რომელიც უკრაინაში ომის მხარდამჭერია, აღნიშნა, რომ მას პირადად აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, ეთიბარ ემინოვი შეხვდა. გულწრფელად გიხდით მადლობას თბილი მიღებისთვის, ყურადღებისთვის და ძმური ურთიერთობისთვის“ - დაწერა ისმაილოვმა. ერთი თვის წინ მურად ისმაილოვი საბრძოლო მოქმედებების ზონას ეწვია და „ესტუმრა“ „კასპიის“ ბატალიონს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობს და დაღესტანში 2023 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით ჩამოყალიბდა. ის ასევე რეგულარულად აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას ომისთვის და მხარს უჭერს კრემლის ოფიციალურ ხაზს უკრაინაში ომის შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)