|
2026-03-12 13:12:57, 3102 ნახვა
პოლიტიკა
დარეჯან ცხვიტარია: სპეციალურად წამიყვანეს პოლიციაში, რომ კარვები აეღოთ
საპროტესტო კარვები, რომლებიც პარლამენტის წინ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გაშლილი, აიღეს. პროევროპული აქციების მონაწილე, დარეჯან ცვხიტარია ამბობს, რომ გუშინ ღამე ერთ-ერთ კარავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც დღეს, 12 მარტის დილით პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. პარლამენტთან დაბრუნებულს კარვები აღარ დახვდა. ის ვარაუდობს, რომ ცეცხლი განზრახ გააჩინეს, რითაც კარვებს აღების საფუძველი შექმნეს. როგორც ცხვიტარია ჰყვება ერთ-ერთ კარავში ცეცხლი დაახლოებით ღამის 2 საათზე გაჩნდა. მისი ჩაქრობა მალევე შეძლეს და არც არავინ დაშავებულა. ცხვიტარია ამბობს, რომ დილით პოლიციამ ის განყოფილებაში გამოსაკითხად იძულებით გადაიყვანა. “ამ დილით, 7 საათზე მოვიდნენ ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებიდან, ძალიან ბევრი მოვიდნენ – ყაჩაღები ჰყავდათ აქედან ასაყვანი თუ რა იყო არ ვიცი. გამობრძანდით გარეთო. მე ვუთხარი, რატომ უნდა გამოვიდე, რის საფუძველზე? ვზივარ ჩემს კარავში, აქ ვარ 1 წელზე მეტია, რატომ უნდა გამოვიდე-მეთქი?! ტელეფონი მეჭირა ხელში, გამომგლიჯა. არ გამოვდიოდი, ორმა პოლიციელმა მომკიდა ხელი, გამომათრიეს, ჩამსვეს მანქანაში. მითხრეს, არ ინერვიულოთ, ამ მანქანით წაგიყვანთ და ამ მანქანით მოგიყვანთო. 4 საათი მაყურყუტეს პოლიციის განყოფილებაში […] ეჭვი გამიჩნდა, რომ სპეციალურად გააკეთეს. იმიტომ, რომ ამ კარვების აღება უნდოდათ. სხვა მეთოდი ვერ მოძებნეს?! მაინცდამაინც აქაურობა უნდა დაეწვათ?! […] ამ დილით რომ მოვიდნენ პოლიციელები, ზღვა ხალხი, მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო შეგნებულად გაკეთებული და ვუთხარი კიდევაც – თქვენ ეს შეგნებულად გააკეთეთ, სხვა მეთოდი ვერაფერი მოძებნეთ ამ კარვების ასაღებად და ახლა, მე მგონი, ა კარვებსაც აიღებთ-მეთქი. არავინ არ მოკიდებს, ქალბატონო, ხელსო. 4 საათი ვიყავი პოლიციის განყოფილებაში. იქაც ვუთხარი და ახლაც ვამბობ – მე ბრძოლას არ შევწყვეტ. ფეხზე დამდგარი, სანამ შევძლებ, სანამ არ მოვკვდები … თუ გამასვენებენ, თორემ აქედან ვერავინ ვერ გამიყვანს”, – ამბობს დარეჯან ცხვიტარია.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)