04:41 - 14 Aug, 2026
|
2026-03-12 12:39:24, 3032 ნახვა
პოლიტიკა
ესმაილ ბაგაი: მოჯთაბა ხემენეი დაშავებულია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხემენეი დაშავებულია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „არ ვიცი მისი პირველი სიტყვით გამოსვლა როდის იქნება“, - განაცხადა ბაგაიმ. მისივე თქმით, მოჯთაბა ხემენეის ირანის უზენაეს ლიდერად არჩევა ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად განხორციელდა. „ლიდერის პოზიციაზე სამი თუ ოთხი კანდიდატი იყო წარმოდგენილი, მაგრამ ექსპერტთა ასამბლეის უმრავლესობამ ის აირჩია. ეს იმას ადასტურებს, რომ სისტემა ერთი ადამიანის მიერ არ იმართება“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)