|
2026-03-11 23:30:31, 3295 ნახვა
პოლიტიკა
საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) - საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ მედიას
საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ მედიას და საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის შეფასებით, ახალი საკანონმდებლო პაკეტი მკაცრად ზღუდავს უცხოურ დაფინანსებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას, რაც შესაძლოა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პარალიზებამდე მივიდეს. ასევე აღნიშნულია, რომ კანონით შეიძლება დაისაჯოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის საჯარო კრიტიკა, რაც ზრდის ცენზურის რისკს. საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯები აძლიერებს ზეწოლას მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ორგანიზაცია ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს განიხილონ მიზნობრივი სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სანქციები უნდა შეეხოს არა მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, არამედ იმ გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და მოსამართლეებსაც, რომლებიც მედიის წინააღმდეგ ზეწოლაში მონაწილეობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)