04:41 - 14 Aug, 2026
|
2026-03-11 16:09:48, 2820 ნახვა
პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 22%-ით გაიზარდა
2026 წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 38 მლნ აშშ დოლარის ალკოჰოლური სასმელები, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია (6 მლნ აშშ დოლარი). მათ შორის, ექსპორტირებულია 20 მლნ აშშ დოლარის 6.5 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 23%-ით, რაოდენობა კი 21%-ით გაიზარდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სპირტიანი სასმელების საშუალო საექსპორტო ფასი 15%-ით, ხოლო ღვინის 2%-ით გაიზარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციითვე, სპირტიანი სასმელების ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი, სომხეთი, უკრაინა, ევროკავშირი, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ხოლო ღვინის – რუსეთი, ევროკავშირი, უკრაინა, ჩინეთი, აშშ, ყაზახეთი, ბელარუსი და სხვა ქვეყნები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)