|
2026-03-11 12:41:39, 2494 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება – კენჭისყრა 12 მარტს
ევროპარლამენტი დღეს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ევროპარლამენტმა გაავრცელა. ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის მიხედვით, დებატების თემაა – „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“. განხილვა გაიმართება ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესაძლო დარღვევების საკითხზე. დებატების ფარგლებში ევროპარლამენტარები იმსჯელებენ საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ მიმდინარე საქმეებსა და პოლიტიკურ ვითარებაზე. ევროპარლამენტარები აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას ხუთშაბათს, 12 მარტს, კენჭს უყრიან. ევროპარლამენტში მომზადებულ რეზოლუციის პროექტებში საუბარია საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებებზე და ევროკავშირის მხრიდან შესაძლო შემდგომ ნაბიჯებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)