|
2026-03-10 10:35:48, 1439 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის ელჩი ერევანში გადადის, საქართველოში მხოლოდ წარმომადგენელი იქნება
ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი ამ კვირაში დატოვებს საქართველოს, თუმცა ესტონეთის საელჩო თბილისში გააგრძელებს ფუნქციონირებას, რომელსაც ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ესტონეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2025 წლის ბოლომდე ხუთი ახალი საელჩოს გახსნა (მათ შორის სომხეთში), „რესურსების ოპტიმიზაციისთვის, ასევე მრავალი სხვა მიზეზის გამო“. გადაწყდა, რომ მარდისალუ-კაჰარი ერევანში გააგრძელებს მუშაობას. ესტონეთის ელჩის თქმით, „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი“ მისი სომხეთში გამგზავრების. „თუმცა, თუ მკითხავთ, ასახავს თუ არა ჩემი წასვლა საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ ურთიერთობებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ასახავს. ამას ვერ დავმალავ. ასე მუშაობს დიპლომატია. ასევე მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ესტონეთი არ ხურავს თავის საელჩოს საქართველოში. მე ვიქნები ერთადერთი, ვინც წავა, მაგრამ საელჩო დარჩება და ის გააგრძელებს თავის საქმიანობას“. „ჩვენ აქ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და საელჩოს მუშაობას ესტონეთის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი (რედ.) უხელმძღვანელებს. ტალინში დიპლომატიური მისიების სიის დათვალიერებისას დაინახავთ, რომ საქართველოსაც აქვს საელჩო ტალინში, რომელსაც დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს. ასეთია სიტუაცია. საელჩო საქართველოში დარჩება და გააგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა მარჯ მარდისალუ-კაჰარმა. დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესტონეთის ურთიერთობები სომხეთთან სულ უფრო აქტიური და ხშირი ხდება, ამიტომ ტალინს ადგილზე წარმომადგენელი სჭირდება და „იქ საელჩოს გახსნა ნამდვილად პრაქტიკულია“.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)