|
2026-03-09 19:54:31, 2627 ნახვა
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია აშკარაა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, X ქსელი წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია აშკარაა და რომ შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მოსაძებნად აუცილებელია პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენლის ჩართულობა. „პერე ხუან პონსო სამპიეტროსა და მის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კოლეგებს შორის შეხვედრების ხანგრძლივი დღე გაიმართა როგორც პარლამენტში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. პოლიტიკური სფეროს პოლარიზაცია აშკარაა. პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენლის ჩართულობა აუცილებელია ქართველი ხალხისთვის შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მოსაძებნად“, - ნათქვამია პოსტში. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს 8 მარტს ეწვია და ვიზიტს 10 მარტს დაასრულებს. მას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ხუან პონსო სამპიეტრო ხელმძღვანელობს. 8 მარტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ოკუპაციის ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია, ხოლო 9 მარტს შეხვდა საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)