|
2026-03-04 19:55:03, 1267 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის გენერალი: ირანიდან რაკეტების გაშვება 86%-ით შემცირდა პირველ დღესთან შედარებით
აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა დენ კენიმ პენტაგონში თავდაცვის მდივან პიტ ჰეგესთან ერთობლივ ბრიფინგზე აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციის დაწყების დღიდან ირანის მიერ რაკეტებისა და დრონების გაშვების მნიშვნელოვან შემცირებაზე ისაუბრა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანის მიერ მოკლე ან საშუალო რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გასროლა საბრძოლო მოქმედებების პირველ დღესთან შედარებით - 86%-ით შემცირდა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი - 23%-ით შემცირდა. ამასთან, თქვა, რომ ირანის მხრიდან ცალმხრივი თავდასხმისას დრონების გასროლა 73%-ით არის შემცირებული. მან ასევე თქვა, რომ ოპერაციას სამი სამხედრო მიზანი აქვს - ირანის ბალისტიკური რაკეტების საფრთხის ნეიტრალიზება, ირანის საზღვაო ფლოტის შესუსტება ან განადგურება და ირანის სამხედრო შესაძლებლობების სწრაფად აღდგენის თავიდან აცილება. გენერალის თქმით, აშშ-მა ოპერაციის ფარგლებში 2 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და 20-ზე მეტი ირანული საზღვაო ხომალდი გაანადგურა, რამაც დიდწილად გაანეიტრალა ირანის ძირითადი საზღვაო საბრძოლო ძალები. "ამ პროგრესმა CENTCOM-ს საშუალება მისცა, ირანის სანაპიროს სამხრეთ ფლანგზე ლოკალური საჰაერო უპირატესობა დაემყარებინა" - თქვა გენერალმა და დასძინა, რომ ამჟამად "ქვეყნის შიგნით გაფართოებას" დაიწყებენ და ეტაპობრივად უფრო ღრმად დაარტყამენ ირანის ტერიტორიას. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის სამხედროებს ოპერაციის მხარდასაჭერად საკმარისი ზუსტი საბრძოლო მასალა აქვთ, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კონკრეტულ რაოდენობაზე არ ისაუბრა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)