|
2026-03-04 15:04:40, 1032 ნახვა
პოლიტიკა
სებ BMG-ს: თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა BMG-ს უთხრა, რომ თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მიმართვა შევა, განაცხადს კანონით დადგენილ ვადებში განიხილავენ. BMG-მ სებ-ს ჰკითხა: "შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით - ვგულისხმობთ დიდი ბრიტანეთის მიერ იმედის ჰოლდინგის დასანქცირებას, რატომაც როგორც „ტელეიმედში“ აცხადებენ, არ სურთ რომელიმე ბანკი რისკის ქვეშ აღმოჩნდეს და აპირებენ შექმნან საკუთარი ბანკი, გასცემს თუ არა სებ-ი საბანკო ლიცენზიას?", რაზეც უპასუხეს: "ლიცენზირების პროცესი ეროვნულ ბანკში სალიცენზიო განაცხადის წარდგენით იწყება. იმ შემთხვევაში თუ ეროვნულ ბანკში შემოვა სრულყოფილი წერილობითი მომართვა ახალი ბანკის დაფუძნების თაობაზე, სებ-ი განაცხადს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად განიხილავს", - უთხრეს BMG-ს ეროვნულ ბანკში. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია იმედი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია პოსტტვსთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის. "საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ჩვენ, "იმედის" ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით "იმედის ბანკი". აქ იმედია!", - ნათქვამი იყო იმედის განცხადებაში. 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია იმედსა და POSTV-ს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის ფარგლებში სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ორივე მაუწყებლის მიმართ ამოქმედდა აქტივების გაყინვა, დირექტორთა დისკვალიფიკაციის სანქცია და ტრასტთან დაკავშირებული მომსახურებების შეზღუდვა. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განმარტებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმედი და POSTV ავრცელებდნენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ უკრაინაში, რაც, ლონდონის შეფასებით, ხელს უწყობს უკრაინის დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)