08:45 - 14 Aug, 2026
|
2026-03-03 19:53:01, 1177 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში ფაშინიანის ვიზიტი დაიწყო
საქართველოში სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვიდა. ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთის დელეგაციას აეროპორტში ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. ცნობილია, რომ ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი ქართული ოცნების პრემიერს ირაკლი კობახიძეს პირისპირ შეხვდება - "გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს". ამასთან, დაგეგმილია ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)