|
2026-03-03 15:14:34, 1366 ნახვა
პოლიტიკა
საერთაშორისო აკადემიურმა საზოგადოებამ ილიაუნის მხარდასაჭერად პეტიცია შექმნა
საერთაშორისო აკადემიურმა საზოგადოებამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდასაჭერად პეტიცია შექმნა. ისინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სოლიდარობას უცხადებენ. პეტიციას ხელს აწერენ საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, უნივერსიტეტების ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, უნივერსიტეტების ხელმძღვანელები, კვლევითი ცენტრები და ინსტიტუტები, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო პარტნიორი ორგანიზაციები - ისინი სოლიდარობას უცხადებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს აკადემიურ საზოგადოებას. პეტიცია ეხმიანება უმაღლესი განათლების სფეროში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის აკადემიურ თავისუფლებას, ინსტიტუციურ ავტონომიას და საერთაშორისო თანამშრომლობას. პეტიცია მოუწოდებს საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებას, დაიცვან უნივერსიტეტის ფუნდამენტური ღირებულებები, დააკვირდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების მეშვეობით და გამოხატონ მხარდაჭერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)