|
2026-03-02 13:57:48, 2288 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის წარმომადგენელი მათიკაშვილი ოპოზიციაზე - მათ თუ რაიმე აერთიანებს, საკუთარი ქვეყნის სიძულვილია
რადიკალებს ურთიერთობა ჰქონდათ არა საკუთარ ხალხთან, არამედ მხარდაჭერის მოპოვებას ქვეყნის გარედან ცდილობდნენ. ვიცით, რა შედეგით დასრულდა ეს არჩევნებზე, – ამის შესახებ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილს ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე დაუსვეს კითხვა. „ასეთ ე.წ. პოლიტიკურ დაჯგუფებას თუ შეიძლება რაიმე აერთიანებდეს, ეს საკუთარი ქვეყნის სიძულვილია. შესაბამისად, მათ არანაირი პერსპექტივა არ ექნებათ. პოლიტიკურ ცხოვრებაში ამოსავალი წერტილი ხალხის მხარდაჭერაა – არა ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ძალების და უცხო ქვეყნის თანამდებობის პირების, არამედ საკუთარი ქვეყნის, მოსახლეობის. გაიხსენეთ, ვისთან ჰქონდათ რადიკალებს ურთიერთობა, არა საკუთარ ხალხთან, არამედ მხარდაჭერის მოპოვებას ქვეყნის გარედან ცდილობდნენ. ვიცით, რა შედეგით დასრულდა ეს არჩევნებზე. ნულს ქვემოთ დაშვებული რეიტინგი აქვთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)