|
2026-03-01 13:56:10, 1493 ნახვა
პოლიტიკა
დუგინი: ჩვენი მოკავშირეები ერთმანეთის მიყოლებით ნადგურდებიან, შემდეგი ჩვენ ვართ
კრემლის იდეოლოგი და პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი აშშ-ისრაელის მიერ ირანზე ერთობლივ იერიშებს ეხმაურება და წერს, რომ "შემდეგი რუსეთია". "ჩემი აზრით, იმიჯის შექმნის სტრატეგიამ, რომ თითქოს რუსეთში ყველაფერი კარგად არის და ცხოვრება ჩვეულებრივ გრძელდება, საკუთარი თავი ამოწურა. შემდეგი ჩვენ ვართ", - დაწერა მან Telegram-ზე. ის წერს, რომ "გლობალურად, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს გაძლებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" და ამბობს, რომ "თუ ირანი გაძლებს, ყველაფერი შეიძლება საპირისპირო მიმართულებით წავიდეს, თუ ჩამოიშლება, შემდეგი ჩვენ [რუსეთი] ვართ". ალექსანდრ დუგინის თქმით, თუ "რუსეთში ნამდვილი პატრიოტული რეფორმები ახლავე არ დაიწყება, ვითარება უბრალოდ არაპროგნოზირებადი გახდება". "ერთმანეთის მიყოლებით, ჩვენი მოკავშირეები სისტემატურად ნადგურდებიან. ნათელია, ვინ არის შემდეგი და ნათელია, რას ნიშნავს ასეთ მტერთან მოლაპარაკებებზე წასვლა", - წერს ის. ამასთან, დუგინი აღნიშნავს, რომ - "რუსეთისთვის ბოლო ზარი დაირეკა".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)