|
2026-02-28 20:32:03, 1741 ნახვა
პოლიტიკა
ღრმა შეშფოთებით ვაკივირდებით ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს – საგარეო
ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "ღრმა შეშფოთებით აკვრიდებიან" ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. უწყებამ განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა. ბოჭორიშვილის უწყება წერს, რომ ხაზს უსვემენ "დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას". "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებით აკვირდება ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვურჩევთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ოფიციალური რეკომენდაციები და მიიღონ ყველა საჭირო ზომა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენი საელჩოები რეგიონში სრულად ფუნქციონირებენ და მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ საქართველოს მოქალაქეებს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)