|
2026-02-26 00:50:24, 2166 ნახვა
პოლიტიკა
თურნავა სანქცირებულ „იმედსა“ და PosTV-ზე - ბანკებმა უნდა დაიცვან ქართული კანონმდებლობა
ბრიტანეთის მიერ „იმედის“ და „პოს ტვ“-ის სანქცირების შემდეგ ჯერ არ არის ცნობილი, რა ბედი ეწევათ მათ საბანკო ანგარიშებს, რომელიც მათ ოპერირებისთვის სჭირდებათ. ამ საკითხზე პროსახელისუფლებო „რუსთავი 2“-მა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას კომენტარი გაავრცელეს. მისი განმარტებით, კომერციული ბანკები ვალდებული არიან დაექვემდებარონ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თანხვედრაში არაა საერთაშორისო პრაქტიკასთან.
2023 წლის სექტემბერში, როცა დიდმა ბრიტანეთმა ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, სანქციების აღსრულების წესი შეცვალა. ბანკის განმარტებით, „ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს“ და კომერციულ ბანკებს მიუთითა, რომ სანქციები აღასრულონ, თუკი „გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი“. გუშინ, 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“ (PosTV).
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)