|
2026-02-25 16:49:59, 2839 ნახვა
პოლიტიკა
ტაქსის მძღოლს შშმ არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 იანვარს, გორში, ბრალდებულმა მისი კუთვნილი ავტომანქანით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა დაზარალებული. „სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის და არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)