|
2026-02-25 13:56:44, 1813 ნახვა
პოლიტიკა
ნაჩო სანჩეს ამორი: საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად ოპოზიციამ მოსახლეობას პოლიტიკური არჩევანი უნდა შესთავაზოს
საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად ოპოზიციურმა ძალებმა მოსახლეობას პოლიტიკური არჩევანი უნდა შესთავაზონ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა. ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს ანგარიშის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა. „მსურს, საქართველოში ოპოზიციური ძალებისთვის მოწოდება დავამატო. მათ დიდსულოვნება უნდა გამოიჩინონ და საერთო შეთავაზება უნდა გააკეთონ. მე საარჩევნო ალიანების შესახებ არ ვსაუბრობ. უნდა შეეცადონ ქვეყანაში დემოკრატიის აღსადგენად მოსახლეობას პოლიტიკური არჩევანი შესთავაზონ. ეს ერთ-ერთი ამოცანაა, სადაც დახმარების ვალდებულება გვაქვს, რათა პარტიებმა ურთიერთგაგებას მიაღწიონ“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)