|
2026-02-25 11:41:22, 1048 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ყველა ქმედება განხორციელდება, რაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ TV იმედს და POSTV საქართველოში არ შეელახოს უფლებები
ყველა ქმედება განხორციელდება, რაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ტელეკომპანია „იმედს" და ტელეკომპანია „პოსტივის" საქართველოში არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული იქნება ყველა შესაძლო ზომა. „ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ ტელეკომპანია „იმედს" და ტელეკომპანია „პოსტივის" არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება", - განაცხადა კობახიძემ. დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)