06:08 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 13:25:26, 425 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: ბაღების სააგენტო სადამსჯელო ორგანოს არ უნდა ჰგავდეს

მათი განთავისუფლების მოტივები რაც იყო, ვფიქრობ ის იყო ძალიან ხელოვნური, - ასე გამოეხმაუარა ბაღების დირექტორების მოადგილეების გათავისუფლების ფაქტს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ წევრი დავით ზურაბიშვილი.

მისი თქმით,  ბაღების სააგენტო სადამსჯელო ორგანოს არ უნდა ჰგავდეს.

"მათი განთავისუფლების მოტივები რაც იყო, ვფიქრობ ის იყო ძალიან ხელოვნური და თავისუფლად შეიძლებოდა არ გათავისუფლებულიყვნენ ეს ადამიანები  რადგან სისტემური ხარვეზი უფრო იყო ეს, ვიდრე დირექტორების ბრალი. ეს ჩვენ ვთქვით და საჯაროდაც განვაცხადეთ. საერთოდ მიგვაჩნია, რომ ეს ბაღების სააგენტო უფრო კონსულტაციას უდნა უწევდეს, ეხმარებოდეს კარგად ფუნქციონირებაში  და არ იყოს რაღაც სადამსჯელო ორგანო", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, ბაღებთან დაკავშირებით პროტესტის ახალმა ტალღამ იფეთქა. სამსახურიდან გათავისუფლებას ბაღების მოადგილეებიც აპროტესტებენ. ისინი ბაღების სააგენტოს დირექტორ თემურ თორდინავასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება დაცვამ არ მისცა.

ბაღების მოადგილეები ამბობენ, რომ მათთვის საყვედური არავის არ მიუცია და ითხოვენ გასცენ პასუხი თუ რის საფუძველზე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics