11:24 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-20 18:17:01, 882 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი: ჩვენი მხრიდან უკვე კომპრომისია ის, რომ აგრესორთან კომპრომისზე ვსაუბრობთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის მხრიდან უკვე კომრომისია რუსეთთან - აგრესორთან საუბარი.

"

ჩვენ მზად ვართ რეალური კომპრომისებისთვის. მაგრამ არა ისეთი კომპრომისებისთვის, რომლებიც ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს დააზიანებს. მზად ვართ კომპრომისებზე საუბრისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მაგრამ აღარ ვაპირებთ რუსებისგან ისევ და ისევ ულტიმატუმების მიღებას. ისინი აგრესორები არიან. ეს ყველამ აღიარა. ეს არ შეცვლილა. ბევრი ქვეყანა, რომელიც ამ ომის დასაწყისშივე შუამავალი იყო ან ცდილობდა შუამავლობას - განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, ასევე სხვა ქვეყნებიც - ყველა აღიარებს, რომ რუსეთი აგრესორია.

ამიტომაც ჩვენი მხრიდან უკვე კომპრომისია, რომ აგრესორთან კომპრომისებზე ვსაუბრობთ. "დავრჩეთ იქ, სადაც ახლა ვართ" - ეს უკვე დიდი კომპრომისია. მათ ჩვენი ტერიტორიის თითქმის 20% დაიკავეს. და ჩვენ მზად ვართ მშვიდობაზე ვისაუბროთ ამ ეტაპზე სწორედ პრინციპით - "დავრჩეთ იქ, სადაც ვართ". ეს ძალიან დიდი კომპრომისია.

 რას გვთავაზობს რუსეთი კომპრომისად? რაზე არიან ისინი მზად? ისინი ამბობენ: "მზად ვართ აღარ დავიკავოთ თქვენი სხვა რეგიონები". მაგრამ ეს ტერორიზმია. თვით ეს ენა არის ტერორიზმი. "მზად ვარ არ მოგკლა - მოგვცით ყველაფერი“. რას ნიშნავს ეს? ეს კომპრომისი არ არის. ეს ულტიმატუმია.

ამიტომაც ვთქვი: ჩვენ მზად ვართ ისეთი კომპრომისებისთვის, რომლებიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს არმიას, ჩვენს ხალხს და ჩვენს შვილებს. მაგრამ ულტიმატუმებისთვის მზად არ ვართ", - წერს ზელენსკი X-ზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics