|
2026-02-20 15:19:34, 904 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ჩიკვაიძის დედა: მთელი პერიოდი, რაც გიორგი ციხეშია, პროკურატურა საპროცესოს სთავაზობს
ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედამ ეკა წერეთელმა ფორმულასთან თქვა, რომ პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძეს საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს. მისი თქმით, ეს შემოთავაზება პროკურატურისგან დღეს არ წამოსულა და ეს აზრი "მუსირებს მთელი პერიოდი, რაც გიორგი ჩიკვაიძე ციხეშია". ეს განცხადება ეკა წერეთელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სააპელაციო სასამართლომ გიორგი ჩიკვაიძის და გიორგი პაპიაშვილს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. ეკა წერეთლის თქმით, გიორგი ჩიკვაიძე საპროცესო შეთანხმებაზე წასვლას არ აპირებს. "ეს დღეს დილას არ ყოფილა შემოთავაზება. მთელი ეს პერიოდი, რა პერიოდიც გიორგი ზის ციხეში, ეს აზრი სულ მუსირებდა და ჩვენ გვქონდა ამის შემოთვლა, რომ ისინი თანახმა იყვნენ საპროცესო გარიგებაზე. ეს დღევანდელი ამბავი არ არის, უბრალოდ დღეს იმიტომ მოხდა, რომ დილას გიორგიმ დამირეკა, ის არ მოვიდა სასამართლოზე და თქვა, რომ აიათოლების სასამართლოზე არ მოვიდოდა და არ დაესწრებოდა. უბრალოდ, ამიტომ წამოვიდა ეს იდეა, თითქოს დღეს იყო ეს შემოთავაზებული. წეღან პროკურორმა ერთ-ერთ ტელევიზიას მისცა ასეთი ინტერვიუ, რომ ჩვენ არასდროს საპროცესო არ შეგვითავაზებიაო - მე ვარ მოწმე, რომ ყველა სასამართლოზე, რომელიც საქალაქოში ინიშნებოდა, შემოსული არ იყო: "აბა, ბიჭებო, რას ვშვრებითო" [ამბობდა]. რაც შეეხება მოსამართლეებს - სასამართლო ტროიკამ, მოსამართლე სილაგაძის მეშვეობით, შეიძლება, 40 წამი დასჭირდათ, რომ ეს განაჩენი ძალაში დაეტოვებინათ", - თქვა მან. გიორგი ჩიკვაიძის დედა ამბობს, რომ მისი შვილის მიმართ აღძრული საქმე არ არის სისხლის სამართლის, რადგან, "გიორგი ჩიკვაიძის მიმართ არის დევნა, იმის გამო, რომ ის არ შეეგუა იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. მან მიმართა ქართული ოცნების მთავრობასაც: "ამ მთავრობას ვურჩევ, გაიხედონ ირანისკენ, ძალიან ცოდა დროა დარჩენილი. თქვენ არ გიყვართ თქვენი ქვეყანა, არაფერს აკეთებთ ამ ხალხისთვის", - თქვა ეკა წერეთელმა. 11 მარტს, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად მას პატიმრობა შეეფარდა. გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით მოსამართლე იზა კელენჯერიძემ აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალები შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც მის მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების რისკზე მიუთითებდა. 7 მაისს ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს ქართული ოცნების სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)