|
2026-02-19 19:57:01, 868 ნახვა
პოლიტიკა
უნგრეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტის საკითხს განიხილავს
Reuters წერს, რომ უნგრეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ეს განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა გააკეთა. "თუ უკრაინის მთავრობა თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის და დრუჟბას ნავთობსადენით ნავთობის მიწოდების შეჩერებას ცრუ არგუმენტების გამოყენებით გააგრძელებს, მაშინ ამას დამატებითი საპასუხო ზომები მოჰყვება. ჩვენ უკრაინისთვის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტის ვარიანტს განვიხილავთ", - თქვა მან. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან, მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იყენებენ დრუჟბას მილსადენით შესულ რუსულ ნავთობს - თუმცა, უკრაინის გავლით დრუჟბას ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ ნავთობი აღარ მიეწოდებათ. უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. გარდა ამისა, Reuters-ის სტატიიდან ცნობილი ხდება, რომ როგორც უნგრეთმა, ასევე სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის დიზელის ექსპორტს შეაჩერებენ. სლოვაკეთის მთავრობამ ოთხშაბათს ნავთობის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების გამო ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ სტრატეგიული ნავთობის რეზერვებიდან 250 000 ტონა ნავთობს გამოიყენებს. როგორც უნგრეთი, ასევე სლოვაკეთი აცხადებენ, რომ განიხილავენ უკრაინის მიმართულებით "დამატებით საპასუხო ზომებს".
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)