|
2026-02-16 14:57:27, 797 ნახვა
პოლიტიკა
სააპელაციო სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანის განაჩენი, 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. 2025 წლის 9 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული პოეტი ზვიად რატიანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მოსამართლის განმარტებით, დანიშნული სასჯელი უნდა ემსახურებოდეს მიზანს, ამიტომ ჯარიმა "არაპროპორციული იქნებოდა". ზვიად რატიანს ბრალდებით წაყენებული მუხლი შეუცვალეს ზუსტად ისე, როგორც მზია ამაღლობელის შემთხვევაში მოხდა. პოლიციელზე თავდასხმის ნაცვლად დამნაშავედ ცნეს პოლიციელისადმი წინააღმდეგობაში და 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)