04:23 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 18:31:46, 530 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე სუს-ის ლიკვიდაციის ინიციატივით გამოდის

სუს-ი გვისმენს, პოლიტიკურ ოპონენტებს აკონტროლებს, უშვებს სამსახურიდან ბაღის თანამშრომლებს, არის ე.წ. ოდეერების სახით ჩანერგილი უნივერსიტეტებში და უნდა სრული კონტროლი აიღოს იმ პოზიციებზე, რომლებსაც გავლენა არჩევნების დროს ექნება“, -ამის შესახებ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სხდომაზე პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით ფაქტობრივად არაფერი მოუსმენიათ.

მისივე განმარტებით, საუბარი ძალიან ზოგადი იყო.

„სახალხო დამცველი, რომელმაც უკვე წამზომი ჩართო ზოგმა აქცია მოაწყო, ზოგმა შიმშილობა დაიწყო, ერთადერთი ჩვენ რაც გვესმის უმარვლესობის წევრების ესეთი მიმანიშნებელი განცხადებები ყოველდღე, რომელიც კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ მათ ნანახი აქვთ კადრები. ამ შემთხვევაში სუს-ი გვეუბნება, რომ მათ არაფერი იციან გარდა იმისა, რომ ეს კადრები ინტერნეტით აიტვირთა, ეს ხომ ჩვენ ისედაც ვიცით. ისმის კითხვა თუ რატომ გვჭირდება ეს სტრუქტურა. გამოსავალია ამ სტრქუტურის ლიკვიდაცია“,-განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ ანგარიში წარადგინა. სუს-ის უფროსის მოადგილეს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიული კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics