|
2026-02-05 19:01:22, 599 ნახვა
პოლიტიკა
ირანმა სპარსეთის ყურეში კონტრაბანდის ბრალდებით ორი ნავთობტანკერი დააკავა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სპარსეთის ყურის წყლებში "საწვავის კონტრაბანდის" გამო ორი ნავთობტანკერი დააკავა. ინფორმაციას ირანული სამთავრობო მედია Tasnim ავრცელებს. ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელი დროშის ქვეშ ცურავდნენ ტანკერები და რა ეროვნების არიან ეკიპაჟის წევრები, თუმცა, ირანული მედიის ცნობით ისინი უცხოელები არიან. ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებმა სპარსეთის ყურის წყლებში ორი ნავთობტანკერი დააკავეს უცხოელი ეკიპაჟებით, რომლებიც „საწვავის კონტრაბანდისთვის“ იყვნენ მიმაგრებულნი, იტყობინება Tasnim-ი. მანამდე, 3 თებერვალს ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Vanguard Tech-მა გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ს დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს ჰორმუზის სრუტეში ირანული საარტილერიო ნავები მიუახლოვდნენ და დაემუქრნენ. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა სამხედროებმა არაბეთის ზღვაში ირანული დრონი ჩამოაგდეს, რომელიც ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ს უახლოვდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)