|
2026-02-02 12:15:13, 568 ნახვა
პოლიტიკა
გახარიას გუნდი - რაც R2-მა შემოგვთავაზა, დებატების ნაცვლად ფარსი და პროპაგანდის გაგრძელებაა
პარტია გახარია საქართველოსთვის დებატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რუსთავი 2-ის მიერ შეთავაზებული ფორმატი "დებატების ნაცვლად ფარსი და პროპაგანდის გაგრძელებაა". პარტია წერს, რომ უარის თქმის მიზეზი, დებატებში სატელიტი პარტიების მონაწილეობაცაა და მზაობას გამოთქვამენ მათ გარეშე ქართულ ოცნებასთან დებატებისთვის. "დებატებზე ჩვენი პოზიცია ცალსახაა - დებატები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საჯარო და ღია დისკუსიისთვის. ამიტომ ვართ დღეს პარლამენტში. დებატებზე უარი სამწუხაროდ ოცნებამთავადვე თქვა, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, განსხვავებული აზრისთვის დახურა საკუთარი ტელევიზიები და აქცია პროპაგანდისტულ ტელეარხებად. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამ არხებზე დებატების გახსნას. თუმცა შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ დებატების მნიშვნელობას ფორმატი და შინაარსი განაპირობებს. ის, რაც რუსთავი 2-მა 2 თებერვლის დებატების სახით შემოგვთავაზა, სადაც ოცნებას საკუთარი სატელიტი პარტიების დასწრება სჭირდება - დებატების ნაცვლად ფარსი და პროპაგანდის გაგრძელებაა. თუ ოცნება საკუთარ ტელეარხზეც ვერ გაბედავს სატელიტი პარტიების გარეშე დებატებზე დაჯდომას, ეს კიდევ ერთი შეცდომა იქნება. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ - ჩვენ მზად ვართ ერთი-ერთზე ან ნებისმიერ სხვა შესაბამის ფორმატში პირდაპირ ეთერში დავუჯდეთ დებატებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქებისთვის ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე სასაუბროდ, ნებისმიერ ტელევიაზიაში". - ნათქვამია საქართველოსთვის განცხადებაში. 2 თებერვალს სამთავრობო პროპაგანდისტულმა რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "2 დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, გახარიას პარტია სატელევიზიო დებატებზე უარს აცხადებს. მათთვის გაუგებარია, რას ნიშნავს კლასიკური მრავალსუბიექტიანი პოლიტიკური დებატები". მათივე ცნობით, 2 თებერვალს გასამართ დებატებში მონაწილეობას მიიღებენ: შალვა პაპუაშვილი, იაგო ხვიჩია, სოზარ სუბარი, კოტე ჟღენტი, ნინო ჩხობაძე.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)