|
2026-01-30 17:33:28, 577 ნახვა
პოლიტიკა
ფრიდრიხ მერცის განცხადების გამო, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი დაიბარეს
ირანში აცხადებენ, რომ გერმანიის ელჩი კანცლერ ფრიდრიც მერცის „უაზრო“ განცხადებების გამო დაიბარეს. ირანის სახელმწიფო სააგენტოს „ირნას“ ცნობით, გერმანიის ელჩი აქსელ დიტმანი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთ ევროპის გენერალური დირექტორი ალირეზა იუსეფი აკრიტიკებს ფრიდრიხ მერცის განცხადებებს და „ირანის შიდა საქმეებში უპასუხისმგებლო ჩარევას“ უწოდებს. ალირეზა იუსეფმა განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერს არ აქვს მორალური უფლება, ირანელებს ადამიანის უფლებებზე ლექციები წაუკითხოს. ცნობისთვის, იანვრის შუა რიცხვებში ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ფონზე გერმანიის კანცლერმა, ფდრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ეს ირანის რეჟიმის ბოლო დღეები იყო. „ვვარაუდობ, ახლა ირანის რეჟიმის ბოლო დღეებსა და კვირებს ვხედავთ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)