|
2026-01-28 17:58:08, 703 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი: ვიმედოვნებ, ირანი სწრაფად მოვა მოლაპარაკებების მაგიდასთან, დრო იწურება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ირანი "სწრაფად მივა" მოლაპარაკებების მაგიდასთან. ის Truth Social-ზე წერს, რომ ირანს მოლაპარაკებათა მაგიდასთან მოსასვლელი დრო ეწურება. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ შეთანხმების ვერმიღწევის შემთხვევაში, "მომდევნო თავდასხმა უფრო უარესი იქნება". "ირანისკენ უზარმაზარი არმადა მიემართება. ის მოძრაობს სწრაფად, უდიდესი ძალით, ენთუზიაზმითა და მიზანდასახულად. ესაა უფრო მსხვილი ფლოტი, ვიდრე ის, რაც ვენესუელისკენ გაიგზავნა, უდიდესი ავიამზიდ "აბრაამ ლინკოლნით" სათავეში. ვენესუელის შემთხვევის მსგავსად, ის მზადაა და შეუძლია, სწრაფად შეასრულოს თავისი მისია, საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით. ვიმედოვნებ, ირანი სწრაფად "მოვა მოლაპარაკების მაგიდასთან", სამართლიან და თანასწორ შეთანხმებას გააფორმებს - ბირთვული იარაღის გარეშე - რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველა მხარისთვის. დრო იწურება, ამას ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს! როგორც ერთხელ ვუთხარი ირანს, გააფორმეთ შეთანხმება! მათ ეს არ გააკეთეს და ჩატარდა "შუაღამის ჩაქუჩი", ირანის რესურსების მნიშვნელოვანი განადგურება. მომდევნო თავდასხმა უფრო უარესი იქნება! არ დაუშვათ ეს კვლავ", - წერს დონალდ ტრამპი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)