04:23 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 19:34:34, 402 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ში აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და რეგიონში არსებულ ვითარებას გაერო-ში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები ეცნობიან.

დელეგაციას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,   გიორგი კვირიკაშვილმა ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ, რომელიც საგადასახადო სისტემის, მმართველობისა და განათლების სისტემის რეფორმას და ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას გულისხმობს.

საუბარი შეეხო გაერო-სთან საქართველოს თანამშრომლობას და ორმხრივი ურთერთობების გაღრმავების პერსპექტივებს იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ელჩები საერთაშორისო ორგანიზაციაში წარმოადგენენ.
დელეგაციის შემადგენლობაში კოსტა-რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა-ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე დაესწრნენ.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics