|
2026-01-12 15:51:09, 753 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია - მას საპროცესო გაუფორმეს და 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - ქართული ოცნების ყოფილ პრემიერს 5 წლის თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა. "საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თ/აღკვეთა განესაზღვრა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა. ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა", - აცხადებს პროკურატურა. *** 2025 წლის 24 ოქტომბერს ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს მილიონიანი გირაო შეუფარდეს - გარდა ამისა, მას პასპორტი ჩამოართვეს და ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. ამავე დღეს მას გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა - წარდგენილ ბრალდებაში ირაკლი ღარიბაშვილმა თავი სრულად ცნო დამნაშავედ. მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნტქით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის რეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)