|
2026-01-06 14:48:29, 815 ნახვა
პოლიტიკა
კადიროვმა ჩეჩნეთის ვიცეპრემიერად საკუთარი 20 წლის ვაჟი დანიშნა
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა თქვა, რომ რესპუბლიკის მოქმედ ვიცეპრემიერად საკუთარი 20 წლის ვაჟი, ახმატ კადიროვი დანიშნა. ამავე დროს, ახმატ კადიროვი შეინარჩუნებს ფიზკულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს, რომელსაც 2024 წლიდან იკავებს. გარდა ამისა, ის 2024 წლის შემდეგ რეგიონული ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრიც არის. კადიროვმა ასევე აღნიშნა, რომ მოქმედ ვიცეპრემიერად დანიშნა ახმედ დუდაევი- ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრი. ცნობისთვის, ახმატ კადიროვის დაწინაურება არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რამზან კადიროვმა ოჯახის წევრი მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშნა. მისი უმცროსი ვაჟი, 18 წლის ადამ კადიროვი, ბოლო ორი წლის განმავლობაში შვიდ ოფიციალურ პოზიციას იკავებდა. 2023 წელს ის მამის პირადი დაცვის ხელმძღვანელად დაინიშნა, იმავე წელს კი ფართო კრიტიკის ობიექტი გახდა არასრულწლოვან პატიმარზე ძალადობის გამო, რომელიც ყურანის დაწვის ბრალდებით იყო დაკავებული.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)