|
2026-01-05 22:39:55, 1280 ნახვა
მსოფლიო
ვენესუელეას ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს სასამართლო პროცესი გაიმართა
აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დროს დატყვევებულმა ნიკოლას მადურომ და მისმა ცოლმა ნიუ-იორკში გამართულ სასამართლო სხდომაზე თავი უდანაშაულოდ გამოაცხადეს. ვენესუელას ყოფილმა ლიდერმა, რომელსაც ნიუ-იორკის სასამართლოში იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ, განაცხადა, რომ ის კვლავ ვენესუელას პრეზიდენტია. ნიკოლას მადუროს საქმის მომდევნო მოსმენა 17 მარტს გაიმართება. დიქტატორმა გირაოს სანაცვლოდ გათავისიფლება ამ ეტაპზე არ მოითხოვა, მაგრამ ადვოკატმა დააყენა სამედიცინო შემოწმების ჩატარებაზე შუამდგომლობა. მან პროცესზე გადაცხადა, რომ სილია მადურომ "გატაცებისას" დაზიანებები მიიღო. გავრცელებული ცნობით, სასამართლო დარბაზში თავად ნიკოლას მადუროსაც უჭირდა სკამიდან ადგომა. 92 წლის მოსამართლე ელვინ ჰელერსტეინი, რომელიც მადუროს საქმეს უძღვება. ის არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლე იყო, მათ შორის დონალდ ტრამპის წინააღმდეგაც. კერძოდ ის უძღვებოდა საქმეს, რომელიც ეხებოდა დონალდ ტრამპის მიერ თანხის გადახდას პორნოვარსკვლავისთვის დუმილის სანაცვლოდ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)