|
2026-01-02 11:37:53, 819 ნახვა
მსოფლიო
შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე მომხდარი ტრაგედიის გამო, 5 დღიანი გლოვა გამოცხადაა
შვეიცარიის პრეზიდენტმა კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მდებარე ერთ-ერთ ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა. შვეიცარიის სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში, 1 იანვრის ღამეს, ბარ „Le Constellation“-ში აფეთქება მოხდა. პოლიციის ცნობით, „ათობით ადამიანი“ დაიღუპა და „დაახლოებით 100 დაშავდა, ძირითადად მძიმედ“, იუწყება „როიტერი“. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ არ გამოქვეყნებულა. სახელმწიფო უშიშროების მრჩეველმა სტეფან განსერმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ბევრი მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის პოლიციის წინასწარი მონაცემების საფუძველზე განაცხადა, რომ შესაძლოა 40 ადამიანი დაიღუპა. სამინისტრომ განმარტა, რომ ცხედრების უმეტესობა უცნობია მძიმე დამწვრობის გამო. მედიის ცნობით, ბარში ღონისძიების სტუმრების სია არ არსებობდა. ჰოსპიტალიზებული პირებიდან სულ მცირე ორი საფრანგეთის მოქალაქეა. შვეიცარიაში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ კრანს-მონტანაში რუსი დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 1:30 საათზე მოხდა. ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო. პოლიციამ ტერიტორია ალყაში მოაქცია, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კურორტზე ფრენის აკრძალვის ზონა დააწესა. „ამ ეტაპზე, ჩვენ ინციდენტს ხანძრად განვიხილავთ და არ გვჯერა, რომ ეს თავდასხმა იყო“, - განაცხადა ვალეს კანტონის გენერალურმა პროკურორმა ბეატრის პილუმ. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ მიზეზი შესაძლოა ფეიერვერკი ყოფილიყო. „როგორც ჩანს, ეს უბედური შემთხვევა იყო, რომელიც გამოწვეული იყო... ახალი წლის აღნიშვნის დროს ნასროლი რაღაც ფეიერვერკით“, - თქვა მან.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)