2016-03-28 09:46:48, 396 ნახვა
პოლიტიკა
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ყრილობისთვის ემზადება
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ყრილობისთვის ემზადება, რომლის გამართვის თარიღიც საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
"სრულდება პარტიის რეორგანიზაციის პროცესი ,რის შემდგომაც პარტია, თითოეული პარტიული ორგანიზაცია აქტიურ სამუშაო რეჟიმზე გადავა.
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო'' განახლებული სტრუქტურითა და რესურსებით იწყებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას, რომელშიც ,,ქართული ოცნება'' ჩვენი მოქალაქეების თანადგომისა და მხარდაჭერის საფუძველზე დამაჯერებელ და ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს",-აცხადებენ "ქართულ ოცნებაში".
„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" მთელი ქვეყნის მასშტაბით საოლქო ორგანიზაციების კონფერენციების ჩატარება გუშინ დაასრულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან