|
2025-12-22 16:06:52, 14308 ნახვა
პოლიტიკა
კოალიცია ცვლილებისთვის 9 საერთაშორისო ინსტანციას "კამიტზე" გამოძიების დასაწყებად მიმართავს
კოალიციამ ცვლილებისთვის 9 საერთაშორისო საგამოძიებო ორგანიზაციას მიმართა, საქართველოში აქციებს დროს სავარაუდოდ ქიმიური იარაღის გამოყენეებისა და სისტემური წამების ფაქტების გამოძიების შესახებ. კოალიციის განცხადებით, საერთაშორისო ინსტანციებიდან 5 გაეროს სპეციალური მომხსენებელია.
კოალიციამ ცვლილებისთვის ასევე მიმართვაა გააგზავნა შემდეგ ინსტანციებში:
"კოალიციამ ცვლილსებისთვის მიმართა 9 საერთაშორისო ინსტანციას, რათა საქართველოში ადამიანების სისტემურ წამებასთან და ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით დაიწყოს საგამოძიებო პროცედურები. ყველა ვხედავთ, რომ ქვეყნის შინგით გამოძიება არ არსებობს, სუს-მა თქვა, რომ 4 დღეში დაასრულა გამოძიება, დედამიწაზე არ არსებობს ყველაზე ძლიერი საგამოძიებო სისტემაც კი, რომელიც 4 დღეში გამოიძიებდა ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის საერთაშორისო გამოძიება. კოალიცია ცვლილებისთვის მოამზადა". - განაცხადა გიგა ლემონჯავამ. ზურა ჯაფარიძის განცხადებით, კოალიციის მიერ მოძიებული ინფორმაციები სტრუქტურებში უკვე გადაიგზავნა. "უკანასკნელი კვირების განმავლობაში კოალიციამ იმუშავა და შეაგროვა ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ გადაიგზავნოს იმ საერთაშორისო სტრუქტურებში, სადაც შესაძლებელია, რომ შეიქმნას ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმი. ამ წუთისთვის, ასეთი ჩვენს მიერ მოძიებულია 9 საერთაშორისო სტრუქტურა, დოკუმენტაცია ელექტრონული სახით უკვე გადაგზავნილია ამ სტრუქტურებში და ფიზიკური სახითაც გაიგზავნება დღეს და ხვალ". - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. 2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-მ საქართველოში აქციების დარბევასთან დაკავშირებით სტატია და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა. გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)