01:57 - 14 Aug, 2026
|
2025-12-21 11:43:27, 11587 ნახვა
მსოფლიო
ისრაელი ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
NBC News-ის ინფორმაციით, ისრაელი სერიოზულად შეშფოთებულია, რომ ირანი იწყებს ურანის გამდიდრების ობიექტების აღდგენას. განსაკუთრებულ საფრთხედ განიხილება ირანის სარაკეტო პოტენციალის სწრაფი ზრდა და საჰაერო თავდაცვის სისტემების აღდგენა. დასავლური სადაზვერვო წყაროების შეფასებით, თეირანს შეუძლია თვეში 3 000-მდე რაკეტის წარმოება, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის როგორც ისრაელს, ისე მთლიან რეგიონს. წყაროების ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ დეკემბრის ბოლოს ფლორიდაში დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს, სადაც განიხილება ირანის წინააღმდეგ სამხედრო სცენარები. ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეეცდება დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი, რომ დრო კრიტიკულია და ირანის შეკავებისთვის დაუყოვნებლივი ნაბიჯებია საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)