03:21 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-18 11:46:00, 8031 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: მე ვარ დასანქცირებული... იმიტომ ვარ მიუღებელი, რომ განსხვავებული ვარ

არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულიკიანი ამბობს, რომ ის ერთ-ერთი ქვეყნის მიერ დასაქნცირებულია. პროპაგანდისტული იმედის ეთერში მან არ დააკონკრეტა, რომელმა ქვეყანამ დაასანქცირა, თუმცა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისი "განსხვავებული აზრის" გამო მიიღეს.

"მე ვარ დასანქცირებული. ჩავთვალოთ, რომ დღეს არ მიკეთია ბროში, მაგრამ ბროში რომ მიკეთია, იმის მაგივრად, ვთქვათ, მიკეთია ყვითელი ვარსკვლავი, თუ ჩავთვლი რომ სანქცია ჩემთვის ყვითელი ვარსკვლავია. რატომ ვარ მიუღებელი, მე ხომ არაფერი დამიშავებია? იმიტომ ვარ მიუღებელი, რომ მე ვარ განსხვავებული, მე მაქვს განსხვავებული აზრი, რომ არ გეთანხმები, რომ მე გაკრიტიკებ, რომ მე ისეთი რიტორიკა მაქვს, რომელიც შენ გაწუხებს. გეუბნები, რომ მე, ევროპელი, ქართველი, რომელიც შენთან ერთად გავიზარდე...

ბატონი მაკრონი ჩემზე უმცროსია, ჩემს შემდეგ კურსზე იყო, ერთად გავიზარდეთ, ერთ ევროპაში, ერთ ღირებულებებზე, მე დღეს ვფიქრობ, რომ რაღაც არ არის კარგად, ორგანიზმში არის ვირუსი, შენ ეს არ მოგწონს და მომაკარი იარლიყი სანქციის სახით. ევროპაში იარლიყების ეპოქა დგება"- ამბობს წულუკიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics