|
2025-12-16 15:29:06, 8130 ნახვა
პოლიტიკა
რობერტა მეცოლა: მზია ამაღლობელი და ანდჟეი პოჩობუტი სიმამაცის განსახიერებები არიან
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ამბობს, რომ მზია ამაღლობელი და ანდჟეი პოჩობუტი სიმამაცისა და გმირობის განსახიერებები არიან. ეს მან სტრასბურგში განაცხადა, სადაც სახაროვის პრემიის გამარჯვების დაჯილდოება იმართება. მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებულია - წელს ეს ჯილდო მასთან ერთად ბელარუს პატიმარსა და ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტისაც გადაეცემა. რობერტა მეცოლას თქმით, მზია ამაღლობელის ბრძოლა განსახიერებაა მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ თავისუფლება და ღირსება არასდროს უნდა დანებდეს. "მზიას ბრძოლა ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისთვის განსახიერებაა მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ თავისუფლება და ღირსება არასდროს უნდა დანებდეს. მათ ხმა კვლავ გაისმის მთელ ევროპაში, მის მიღმაც და მათი გაჩუმება შეუძლებელია", - თქვა რობერტა მეცოლამ. სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მიმართა ქართველ ხალხს. "მინდა მივმართო ყველა ქართველს, ვინც თავის მომავალს ხედავს ევროკავშირში, ევროპარლამენტი თქვენს გვერდით ვართ მყარად და ჩვენ ამას ვიმეორებთ ჩვენს რეზოლუციებში, განცხადებებში, ჩვენს საქმიანობაში, რათა საქართველო იყოს მაქსიმალურად ჩვენთან ახლოს, ისე როგორც, ქართველი ხალხი იმსახურებს", - თქვა რობერტა მეცოლამ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)