2016-03-26 21:41:12, 1054 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ბუღაძე: ხე - ზღვაში, ზვიგენი - მთაში, მეჭიაური - პარლამენტში
მწერალმა ლაშა ბუღაძემ ივანიშვილის "ახალ კანონზომიერებაზე" "კურიერის" პირდაპირ ეთერში ისაუბრმა.
ის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პირადი ცხოვრების შესახებ გამოთქმულ განცხადებებს "ხეპრულ", "უნიჭო" და "სახიფათოს" უწოდებს. მისივე შეფასებით, ასეთი განცხადებები სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის არის ძალიან საშიშია.
მწერალი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები ასეთი შინაარსის განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის მოსაწონად აკეთებენ.
"იმიტომაც ლაპარაკობენ ამდენს, რომ, როგორც ჩანს, ვიღაც ჰყავთ ამ იუმორის შემფასებელი და დამფასებელი. ეს ყოფილი პრემიერია. ექსცენტრული მოვლენა, რომელმაც ახალი კანონზომიერების მოდელი შემოგვთავაზა, ხე - ზღვაში, ზვიგენი - მთაში, მეჭიაური - პარლამენტში," - განაცახდა ლაშა ბუღაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან