|
2025-12-12 16:11:38, 7597 ნახვა
მსოფლიო
უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში იარაღით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყეს
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა, წინააღმდეგობის მოძრაობა „შავ ნაპერწკალთან“ თანამშრომლობით, ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის გადამტან ორ რუსულ გემს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გემების მარშრუტისა და ტვირთის შესახებ დეტალური ინფორმაცია სპეციალური ოპერაციების ძალებს წინააღმდეგობის მოძრაობამ მიაწოდა. გემებზე „კომპოზიტორ რახმანინოვსა“ და „ასკარ-სარიჯაზე“ დარტყმა კასპიის ზღვაში, ყალმუხეთის რესპუბლიკის სანაპიროსთან განხორციელდა. რუსეთი ამ გემებს სამხედრო მიზნებისთვის იყენებდა. ორივე გემი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში მონაწილეობის გამო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)