19:15 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-12 13:38:07, 5895 ნახვა

პოლიტიკა
დახმარების მექანიზმის ფარგლებში, უკრაინა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. 

"ეს დაფინანსება, ძირითადად, მიზნად ისახავს უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობის გაძლიერებას და მისი საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირების მხარდაჭერას. უკრაინის დახმარების ფონდის ფარგლებში გადახდები მჭიდრო კავშირშია უკრაინის გეგმასთან, რომელიც ასახავს უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის სტრატეგიას, ასევე განსაზღვრავს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებთან შესაბამისობაში მყოფი რეფორმების განხორციელების გრაფიკს მომდევნო წლებში", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

წინა გადახდა 2025 წლის 5 ნოემბერს განხორციელდა.

"თანხების ეს სწრაფი და თანმიმდევრული მიწოდება ასახავს უკრაინის სისწრაფეს და ერთგულებას, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებს", - წერია განცხადებაში.

უკრაინის დახმარების მექანიზმი, რომელიც ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევიდა, ითვალისწინებს 50 მილიარდ ევრომდე სტაბილურ დაფინანსებას გრანტებისა და სესხების სახით, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდასაჭერად 2024 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics