|
2025-12-09 15:50:43, 984 ნახვა
პოლიტიკა
გორდულაძე: შსს-ს უნდა უთხრან, რამდენი ადამიანი აპირებს აქციაზე მისვლას
ქართული ოცნების პარლამენტის დეპუტატის, არჩილ გორდულაძის თქმით, აქციების კანონის კიდევ უფრო გამკაცრების შემდეგ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, ადამიანებმა შსს-ს უნდა მიმართონ და უთხრან, რამდენი ადამიანი აპირებს აქციაზე მისვლას. "ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართონ და უთხრან ადამიანების კონრეტული რაოდენობა - უნდა უთხრან, რამდენი ადამიანი აპირებს შეკრება/მანიფესტაციაში მონაწილეობას, ორგანიზატორი ვინ არის, რა ადგილზე და რა დროით იმართება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე შსს იმსჯელებს, იმ დროს იმ ადგილზე აქციის გამართვის შემთხვევაში სხვების უფლებები შეიზღუდება თუ არა [...] როცა აქცია 1 წლის განმავლობაში იმართება, თუ ეს ვინმეს სპონტანური ჰგონია, მაშინ პრობლემა ქართულის გაგებასთან გვაქვს. სპონტანური აქცია ნიშნავს, რომ რაღაც მოვლენა მოხდა და შესაბამისად, ხალხი გამოვიდა და სპონტანურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს. მაგრამ, მაშინ, როცა არსებობს სპეციალური ჯგუფები და არსებობენ სპეციალური ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავენ, კონკრეტულ დღეს ვინ რომელ აქციაზე მივიდეს, ე.წ. გეგმები აქვთ, მორიგეობებს აწესებენ და ერთად განსაზღვრავენ, თუ რა ადგილზე, რა დროს და რა მიმართულებით იარონ, ეს სპონტანური აქცია არაა. წინასწარ დაორგანიზებული, მართული აქციაა სპონტანური არაა". - თქვა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)