|
2025-12-09 14:30:57, 1069 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკოსებს: სამასამდე პოლიტპატიმარია, როგორ გძინავთ?
თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი ე.წ. დამხობისკენ მოწოდებისა და სპეცრაზმელებისათვის “ქრთამის შეთავაზების” საქმეზე. ამავე საქმის ფარგლებში ზოდელავას ბრალი ედება, რომ პოლიციელებს ხელი შეუშალა, როდესაც სცადა “ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის გადამალვა” მისი დაკავებისას. ლევან ხაბეიშვილმა მიმართა პოლიტიკურ აქტორებს: „ყოველი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის გადამწყვეტი. ტროტუარზეც გიკრძალავენ დგომას. ეს არ არის თამაში… სახლში მოგივარდებიან. სამასამდე პოლიტპატიმარია, როგორ გძინავთ? როგორ ხართ სახლებში? აა, ღამე კაპუჩინო უნდა დალიოთ? 9 შვილის დედა ათრიეს ქუჩაში და თქვენ უყურეთ ამას. ეთერებს ავსებთ, მომაბეზრებელია თქვენი ლაყბობა… უაზროდ კამათობთ ამ ერთიანობაზე. ერთიანები ხართ, რას კამათობთ, ორი მოთხოვნა აქვს საზოგადოებას, ამაში ერთიანები ხართ, მაინც მიდიხართ ტელევიზიებში და მაინც ერთიანობაზე ლაპარაკობთ. გეშინიათ, რომ მერე უნდა იმოქმედოთ… აი, ხვალ გავიმარჯვებთ, აი, ზეგ. 2008 წელს ანწუხელიძეს რომ ეთქვა, ახლა დავაფურთხებ ამ დროშას და მერე ვიბრძოლებო. ეს არ არის გრძელვადიანი პროცესი და ყოველი დღე საქართველოსთვის დაკარგულია. ქიმიური იარაღი გამოიყენა გდდ-მ. მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს”, – განაცხადა სასამართლოში ლევან ხაბეიშვილმა. „თურმე, უნდა ვაღიარო, როგორ ვუთხარი გდდ-ს წარმომადგენლებს, რომ ასე არ უნდა მოიქცნენ. ეს თურმე ქრთამის შეთავაზებაა, ქრთამი მოიკითხეთ თქვენკენ… დამხობას რაც შეეხება, დამხობას უნდა მოჰყვებოდეს შინაარსი, ორგანიზება… სიტყვის გამო შეიძლება [დაჭერა]? თუ პოლიტიკოსი იტყვის, კინწისკვრით უნდა გავაგდოთ ხელისუფლებაო, ეს ნიშნავს, რომ ვინმეს პანჩური უნდა ამოვარტყათ მართლა? ერთი წინადადება არ არსებობს, სადაც ძალადობაზე ვსაუბრობ… საზოგადოებას მივმართავ, ან აზრზე მოხვალთ, ან ბიძინა ივანიშვილი გასულია უკვე ბოლოს, ტელეეთერებიც აღარ იქნება, რომ დასხდეთ“. მურთაზ ზოდელავამ სასამართლოზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)