|
2025-12-04 14:47:59, 1610 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე BBC-ს გამოძიებაზე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არანაირი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გასული წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად ხელისუფლებას არავითარი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია. როგორც მერმა დღეს ჟურნალისტებს BBC-ს გამოძიებაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, ეს ყველაფერი არის საქართველოს წინააღმდეგ აგორებული კამპანია. „ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ცრუ კამპანია, რაც პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი ფაქტი და სპეკულაცია გვახსოვს. აღნიშნული მიმართულებით გამოძიება დაწყებულია. ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, რომელიც აკრძალულია, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. დანარჩენი - დაველოდოთ გამოძიებას, რომელშიც ყველაფერი იქნება დადასტურებული კონკრეტული ფაქტებით და კვლევებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, მერის თქმით, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც პირველი შემთხვევა არ არის. „როდესაც ვრცელდება მიზანმიმართული სიცრუე, დაფუძნებული ტყუილზე, მოგონილზე, არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება - ეს არის მცდელობა ქვეყნის წინაღმდეგ. იგივე კეთდებოდა, როდესაც გვიმტიცებდნენ, რომ თითქოს სააკაშვილი იყო მოწამლული და მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ცრუ კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობდა. ეს იყო რეალურად პიარკამპანია, რომელშიც თანხები იყო გადახდილი, რაც მოგვიანებით გაირკვა. ამ ტიპის სპეკულაციებთან გვაქვს საქმე ამჯერად BBC-ს მხრიდან“, - აღნიშნა მერმა. მისივე თქმით, აქციების დაშლა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც და საქართველოს ხელისუფლება იყენებს იმ მეთოდებს, რომელიც მიღებულია. „მხოლოდ საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება ეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არაფერი ყოფილა გამოყენებული, რაც არის აკრძალული. რაც დაშვებულია და მისაღებია, ის იყო გამოყენებული. ჩვენ ხომ BBC არ ვართ, რომ ტყუილზე დაფუძნებული ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. არანაირი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებიათ. ჯერ გვიმტკიცებდნენ, რომ ასე იყო, შემდეგ კი სავარაუდოდო, უკვე უკან დაიხიეს. იმიტომ რომ ეს არის ტყიული. ამიტომ არის გამოძიება დაწყებული, რომ ყველა კითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი, რომ საზოგადოებაში არ დარჩეს არავითარი პასუხგაუცემელი კითხვა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, კონკრეტულად რა ნივთიერება იყო გამოყენებული აქციების დასაშლელად, ეს გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. „შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება. მე იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. მე ვამბობ იმას, რაც თქვა შს მინისტრმა, რომ არაფერი ყოფილა გამოყენებული ისეთი, რაც არის აკრძალული. რა იყო გამოყენებული, ამას გვეტყვის გამოძიება კონკრეტული კვლევით, კონკრეტული დასკვნით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)