08:23 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-03 10:49:50, 1549 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი - 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. თუმცა, ამჟამად არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება. ისინი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. დიალოგია მთავარი, მაგრამ ისინი ჩვენთან დიალოგში არ ერთვებიან.  ზოგჯერ აღიარებენ ამ მთავრობას, ზოგჯერ კი - არა. ეს აბსურდია, - ასე უპასუხა "ოცნების" მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „დოიჩე ველეს" ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა დრო დასჭირდება რეალურად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ  საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ევროკავშირის ბიუროკრატებიდან დაწყებული, ევროპარლამენტის წევრებით დამთავრებული, ყველამ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება.

„მოდით, რამდენიმე ფაქტის შესახებ გიამბობთ. პროტესტი დაიწყო „გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.  ჩემმა ფრაქციამ დააინიცირა ეს კანონი. კანონი გამჭვირვალობას ეხება. კანონი მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების დეკლარაციის წარმოდგენას, თუ მათი ბიუჯეტის 20 პროცენტი საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსებაა. არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ყველა დოკუმენტაცია და გამჭვირვალეები იყვნენ თავიანთი ხარჯების შესახებ. ამაზე მეტი არაფერია იქ ნათქვამი.

ჩვენ შევუერთდით ყველა იმ სანქციას, რაც შეგვეძლო, გარდა იმ სანქციებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და ეკონომიკურ მდგომარეობას.

ჩვენ მხარი დავუჭირეთ გაეროს ყველა რეზოლუციას უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ჩვენ არ გავგზავნეთ მოხალისეები უკრაინაში, რათა არავის დავედანაშაულებინეთ ომში მონაწილეობაში.

საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ჩვენ ვიყავით და კვლავ უნდა ვიყოთ წამყვანი კანდიდატები", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics