|
2025-12-02 10:37:55, 1371 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის მინისტრი: კვლავ გვაშფოთებს დემოკრატიული უკუსვლა, პროტესტის პოლიციური კონტროლი
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ჯენიფერ ჩაპმანი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი კვლავ შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, მათ შორის სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვითა და პროტესტის პოლიციური კონტროლით. ასე უპასუხა მან ორი კვირის წინ ლორთა პალატის წევრის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, თუ რა კეთდებოდა საქართველოში კანონის უზენაესობისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. ის ამბობს, რომ ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრმა სტივენ დოუთმა, მათ შორის სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრთან და მის მოადგილესთან შეხვედრებზე განიხილა - აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების შესახებ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. პასუხში ჯენიფერ ჩაპმანი მაკა ბოჭორიშვილსა და მის მოადგილე გიორგი ზურაბიშვილს - ქართული ოცნების საგარეო მინისტრად და მოადგილედ მოიხსენიებს. "ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, მათ შორის სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვითა და პროტესტის პოლიციური კონტროლით. ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეს საკითხები პირდაპირ დააყენა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან 16 ოქტომბერს, ასევე, ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი ზურაბიშვილთან 21 ოქტომბერს [შეხვედრაზე]. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ეუთო-სა და ევროსაბჭოს მანდატის ფარგლებში ღონისძიებების გამოყენებას, რათა საქართველოზე მოხდეს ზეწოლა, დაიცვას დემოკრატიული ნორმები", - ამბობს ის.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)