|
2025-11-26 17:20:06, 1387 ნახვა
პოლიტიკა
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 10 პირი პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 10 პირი პატიმრობაში დატოვა. საქმეში ბრალდებულნი არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი, ლაშა ბერიძე, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული. ბრალდების მიხედვით, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძესა და ირაკლი ნადირაძეს ედებათ ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი — სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; 225-ე მუხლის პირველი ნაწილი — ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა; და 317-ე მუხლი — მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობისკენ. აღნიშნული მუხლები 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლაშა ბერიძეს ბრალად ედება იგივე 19-222-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და 225-ე მუხლის პირველი ნაწილი, ხოლო პაატა მანჯგალაძეს — მხოლოდ 225-ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება). ორივე შემთხვევაში სასჯელი 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)