|
2025-11-19 19:29:22, 949 ნახვა
პოლიტიკა
გვრიტიშვილი: სასამართლოში ტელეფონების აკრძალვა ეხება ყველას
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ საბჭოს ახალი დადგენილება, რომელიც სასამართლო პროცესებზე პირებისთვის ტექნიკური საშაულებების, მათ შორის, ტელეფონების ჩამორთმევას ითვალისწინებს ყველას შეეხება. "მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა, სასამრთლოს დარბაზში გადაღება იყო აკრძალული, ფარულად გადაღებული ვიდეოები სასამართლოებიდან მაინც ვრცელდებოდა. სატავსო არის იმიტომ, რომ კანონის აღსრულებსი მიზნით ტელეფონი ხომ უნდა შეინახონ, რომ სხდომა რომ დასრულდება ეს ტელეფონი დაუბრუნდეს პატრონს. ნებისმიერი ტექნიკური საშუალება, რომლითაც შესაძლებელია, რომ იწარმოოს გადაღება, შემდეგ ეს უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერი არსებობს შესაძლებლობა რომ გავრცელდეს, როგორც აქამდე იყო ამის ფაქტები, აქედან გამომდინარე, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის აღსრულების მიზნით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიმუშავა შესაბამისი ნორმატიული აქტი. როდესაც სასამართლო საქმეს იხილავს, სასამართლო უნდა იყოს ორიენტირებული და კონცენტრირებული იმ საქმის სამართლებრივად სწორად განხილვაზე და არა იმაზე, რომ ვიღაცა სუბვიექტები, ვინც ესწრებიან ამ სასამართლოს და ხშირ შემთხვევაში ცეცხლზე ნავთს ასხამ და პირდაპირი ტრანსლაციის განხორციელება ასეთ მომენტში სასამართლო ზედმეტ ენერგიას ხარჯავდა, რომ ეს ლოკალური შემთხვევები გაენეიტრალებინა. საზოგადოება ხედავდა ყოველდღირუ რეჟიმში თითქმის, რა ხდებოდა სასამართლო პროცესებზე, ფოიეებში, ეზოში, მანდატურებთან გაწევ-გამოწევა, შეხლა-შემოხლა და ა.შ. ეს ყველაფერი ხელს უშლიდა მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას. რეგულაცია ეხება ყველას", - განაცხადა გვრიტიშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)