|
2025-11-19 15:39:42, 722 ნახვა
საზოგადოება
ტაქსის მძღოლები, რომლებმაც დედაქალაქში ტაქსით მომსახურება ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით განახორციელეს, ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლდებიან
ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც დედაქალაქში ტაქსით მომსახურება შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით განახორციელეს. შესაბამისი კანონის პროექტი პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს. ტაქსის მძღოლები ასევე გათავისუფლდებიან ნებართვის გაცემის ფასის დავალიანებისგან. ინიციატორთა ინფორმაციით, 2025 წლის ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დარიცხულმა სანქციებმა მნიშვნელოვანი მასშტაბი შეიძინა. “კერძოდ, ა) 1354 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ნებართვის მფლობელებზე, ნებართვის გაცემის ფასის გადაუხდელობის მიზეზით შედგენილი და აღუსრულებელია: - გადაუხდელი ჯარიმა – 6 832 საქმე, 656 542 ლარი; ბ) გადაუხდელი ჯარიმა + საურავი – 15 400 საქმე, 4 865 000 ლარი; გ) აღსასრულებლადგადაცემული და ჯერ არ აღსრულებული – 3 394 საქმე, 1 115 942 ლარი; დ) გასაჩივრებულია 814 საქმე, 178 840 ლარი. 1354 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით შედგენილი და აღუსრულებელია: ა) გადაუხდელი ჯარიმა – 787 საქმე, 157 400 ლარი; ბ) გადაუხდელი ჯარიმა + საურავი – 417 საქმე, 250 200 ლარი; გ) აღსასრულებლად გადაცემული და ჯერ არ აღსრულებული – 834 საქმე, 500 400 ლარი; დ) გასაჩივრებულია 722 საქმე, 218 600 ლარი. აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ ჯამურად საუბარია ათასობით ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელთა ჯამური ვალდებულება 8 მილიონ ლარამდეა. ეს ფაქტობრივი მოცემულობა ამყარებს არგუმენტს, რომ ერთჯერადი სამართლებრივი შეღავათი მიზანშეწონილია როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ისე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი თვალსაზრისით”, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)